ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორის ნანა ჯინჭარიძის ავტორობით, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, დამხმარე სახელმძღვანელო ,,დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკა პოსტსაბჭოთა პერიოდის საქართველოში – მიღწევები და გამოწვევები’’ გამოიცა.
წიგნი დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მაჩვენებლების გაუმჯობესებაში ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის, ექიმთა უწყვეტი სამედიცინო განათლების, პირველადი ჯანდაცვის სისტემის ეფექტური ფუნქციონირების მნიშვნელობასა და დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის სისტემის განვითარების თავისებურებებს, საქართველოში დამოუკიდებელობის მოპოვებიდან დღემდე, ეხება.
წიგნის რედაქტორია პროფესორი ეკა კანდელაკი, ხოლო რეცენზენტები პროფესორი თენგიზ ასათიანი და პროფესორი მაია ხერხეულიძე.