ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის აცხადებს კონკურსს სტუდენტების შესარჩევად, რომლებიც ევროპის უნივერსიტეტის პარტნიორ ,,ქართულ-ჰოლანდიურ” ჰოსპიტალში გაივლიან კლინიკურ სტაჟირებას 4 თვის განმავლობაში (პირველი თვე – ანაზღაურების გარეშე, მომდევნო 3 თვე ანაზღაურებადი).
კონკურსის ფარგლებში 30 საუკეთესო GPA-ის მქონე სტუდენტი შეირჩევა. კლინიკური პრაქტიკის განხორციელება მიმდინარე წლის დეკემბერში დაიწყება.
აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მიღება დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის IV და V კურსის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს შეუძლიათ. მონაწილეობისათვის აუცილებელი პირობაა, რომ სტუდენტის საერთო GPA იყოს 3-ზე მაღალი.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა, 2 დეკემბრის ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ სამოტივაციო წერილი ელ-ფოსტაზე: studentscompetition@eu.edu.ge;
- კომისია კონკურსის პირველ ეტაპზე უმაღლესი GPA-ის მქონე 30 სტუდენტს 3 დეკემბრის 16:00 საათამდე გამოავლენს;
- კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები გამოქვეყნდება 2021 წლის 3 დეკემბრის 18:00 სათამდე;
- კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული სტუდენტები გასაუბრებას კლინიკის ადმინისტრაციასთან 8 დეკემბერს 14:00 საათზე გაივლია;
- კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2021 წლის 10 დეკემბრის 18.00 საათამდე.
კლინიკური სტაჟირების გავლას ყველა ის სტუდენტი შეძლებს, რომელიც გასაუბრების ეტაპებს წარმატებით გაივლის.