ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის, 15 საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტს, რომლებმაც 2020-21 წლის გაზაფხულის სემესტრში ყველა სასწავლო კურსში მიიღეს A შეფასება, სტიპენდია დაენიშნათ.
სტუდენტები აღნიშნულ სტიპენდიას ყოველთვიურად, 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დასრულებამდე (5 თვის ვადით), მიიღებენ.