სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტს სს “მისო ევროკრედიტმა“ სწავლა დაუფინანსა

evropis-universitetis-students-ss-miso-evrokreditma-scavla-daupinansa

ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მეორე კურსის სტუნდენტს სანდრო ცოფურაშვილს სს „მისო ევროკრედიტმა“ სწავლა დაუფინანსა.

სანდრო ცოფურაშვილი მაღალი აკადემიური მოსწრების გამო, კომპანია “ევროკრედიტის” გადაწყვეტილებით, ევროპის უნივერსიტეტში ერთი წლით სწავლის დაფინანსებას მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ ევროპის უნივერსიტეტსა და სს “მისო ევროკრედიტს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი მიმდინარე წლის 15 აპრილს გაფორმდა, რომლის მიზანია ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტთა სასწავლო პროცესის მხარდაჭერა, უნივერსიტეტში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *