ევროპის უნივერისიტეტი აცხადებს ვაკანსიას მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა : ქ. თბილისი, სარაჯიშვილის გამზირი N17
- სამუშაო საათები : 40 საათი კვირაში
- გამოსაცდელი პერიოდი : 6 თვე
ძირითადი მოვალეობები :
- უნივერსიტეტის საქმიანობის შეფასების ეფექტიანი და გამჭვირვალე მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
- უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტზე ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების დანერგვა და განხორციელების ხელშეწყობა;
- აკრედიტაციის/ავტორიზაციისათვის თვითშეფასების ანგარიშის მომზადების პროცესში, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისაგან საჭირო ინფორმაციის შეგროვება, პირველადი დამუშავება და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსისთვის წარდგენა;
- პროგრამების შემუშავების, შეფასების, განახლებისა და რეაკრედიტაციის პროცესების ხელშეწყობა;
- სასწავლო პროცესის მსვლელობაზე, პროგრამის განხორციელებაზე, მის შედეგებსა და ეფექტიანობაზე დაკვირვება, გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენა, ცვლილებების ინიცირება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება;
- საგანმანათლებლო პროგრამების სრულყოფისა და სწავლის ხარისხის ამაღლების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
- თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის დავალებებისა და მითითებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება; მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი მედიცინის მიმართულებით;
• 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის განათლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
• MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი);
• ინგლისური ენა B2 დონე (მეტყველება, წერა).
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, რომ გადმოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მეილზე: HR@eu.edu.ge გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
- განცხადების მიღების ბოლო ვადა : 19 ნოემბერი , 2021 წელი