ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე აკადემიური ნიშნით ასოცირებული პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ სფეროებში:
ა) სფერო – ბიზნესი და მეწარმეობა:
- ასოცირებული პროფესორი – 1 ვაკანსია.
ბ) სფერო – მენეჯმენტი (სტრატეგიული, საერთაშორისო, ანტიკრიზისული):
- ასოცირებული პროფესორი – 1 ვაკანსია.
გ) პროგრამირება;
- ასოცირებული პროფესორი – 1 ვაკანსია.
*შენიშვნა: კონკურსანტი უნდა ფლობდეს ინფორმატიკის თეორიულ საკითხებს, ალგორითმებს, მონაცემთა სტრუქტურებს, მონაცემთა ბაზებს, მონაცემთა ბაზის მართვის სისტემებს, ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების პრინციპებს, პროგრამირების ენებს python, C, C++, Java. გამოცდილება უნდა ჰქონდეს პროგრამული უზრუნველყოფის დაგეგმვა/შემუშავება/ტესტირების პროცესში.
დ) ავტომატიზირებული საინფორმაციო სისტემები.
- ასოცირებული პროფესორი – 1 ვაკანსია.
*შენიშვნა: კონკურსანტი უნდა ფლობდეს ინფორმატიკის თეორიულ საკითხებს, ალგორითმებს, მონაცემთა სტრუქტურებს, მონაცემთა ბაზებს, პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება/მონიტორინგი/უსაფრთხოებისთვის საჭირო აუცილებელ უნარებს, სერვერული ინფრასტრუქტურის დაგეგმვა/აგება/მართვისთვის აუცილებელ ინსტრუმენტებსა და პროგრამულ საშუალებებს, მონაცემთა მონიტორინგის/დამუშავების/ანალიზის შესაბამის ინსტრუმენტებს და პროგრამულ საშუალებებს, ღრუბლოვანს სისტემებს და შესაბამისი ინფრასტრუქტურის აგების უნარებს.
სამუშაო ანაზღაურება: 1400 ლარი (დარიცხული ყოველთვიურად);
აუცილებელი პირობა: ევროპის უნივერსიტეტთან აფილირება.
შესასრულებელი სამუშაო:
ა) კვირეული დატვირთვა 30 საათი, მათ შორის, როგორც სასწავლო, ასევე სამეცნიერო;
ბ) პროგრამის ხელმძღვანელთან ერთად პროგრამის განვითარებაზე ზრუნვა;
გ) აბიტურიენტთა/სტუდენტთა მოზიდვის კამპანიაში აქტიური ჩართულობა;
დ) საბაკალავრო ნაშრომის/სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელობა/რეცენზირება;
ე) სტუდენტური კონფერენციების ორგანიზება; შეჯიბრის, ჰაკათონის და სხვა მსგავსი აქტივობების დაგეგმვა;
ვ) კვლევითი პროექტების მომზადება და წარდგენა;
ზ) შიდა საუნივერსიტეტო კომისიებში მონაწილეობა;
თ) სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა;
ი) იმპაქტ ფაქტორის მქონე ჟურნალებში სტატიის გამოქვეყნება;
კ) სტუდენტთა მენტორობა კოფერენციებისთვის მოხსენებების მომზადების პროცესში;
ლ) სფეროს აქტუალურ თემებზე სპიკერების მოძიება და შესაბამისი პანელური დისკუსიების, საჯარო ლექციების და მსგავსი აქტივობების დაგეგმვა/დაორგანიზება.
- საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები:
2.1 ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს :
ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
ბ) პირი, რომელსაც შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები ან არის მათი თანაავტორი; სტატია გამოქვეყნებული უნდა იყოს იმპაქტ ფაქტორის მქონე ჟურნალში;
გ) პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.
დ) პირი, რომელსაც აქვს კვლევითი პროექტების მომზადების გამოცდილება;
ე) პირი, რომელსაც აქვს საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის გამოცდილება;
ვ) პირი, რომელიც ადასტურებს ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნას.
- საკონკურსო დოკუმენტაცია:
კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განაცხადი1 კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით (ივსება ელექტრონულად და იგზავნება info@eu.edu.ge / Hr@eu.edu.ge );
- განაცხადი ივსება მხოლოდ ერთი მიმართულებით და ერთ კონკრეტულ პოზიციაზე.
ბ) ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე ევროპის უნივერსიტეტის ფორმატში (ელექტრონული ფორმით დოკუმენტაციის გაგზავნის დროს);
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
ე) შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილების, პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;
ვ) საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომები, ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);
ზ) შესაბამისი სილაბუსები (ელექტრონული ვერსია);
თ) კვლევითი პროექტების მომზადების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;
ი) იმპაქტ ფაქტორის მქონე ჟურნალში გამოქვეყნებული მინიმუმ ერთი პუბლიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;
კ) საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;
ლ) სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (ინგლისური ენის სერტიფიკატი არსებობის შემთხვევაში).
მ) „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა.
- კონკურსი ჩატარდება შპს ევროპის უნივერსიტეტის „პერსონალის შერჩევის წესის“ შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:
- პირველი ეტაპი – კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა–შეფასება.
- მეორე ეტაპი – საჩვენებელი ლექციის ჩატარება (ქართულ-ინგლისურ ენებზე).
- კონკურსის ვადები
1. კონკურსი გამოცხადებულია 2021 წლის 9 ნოემბრიდან;
2. აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2021 წლის 10 დეკემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით;
3. კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2021 წლის 17 დეკემბრისა;
4. კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2021 წლის 23 დეკემბრისა;
6. კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2021 წლის 24 დეკემბრისა;
7. კონკურსანტის მიერ სააპელაციო განაცხადის წარმოდგენის ვადა 2021 წლის 24 დეკემბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით;
8. დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა წარადგინონ 2021 წლის 10 დეკემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით.
- საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის
კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას, ასევე კონკურსანტთა კონსულტირებას უზრუნველყოფს ევროპის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურები.
საკონტაქტო რეკვიზიტები: თბილისი, დ. გურამიშვილის გამზ. N76. info@eu.edu.ge ; Hr@eu.edu.ge
ტელ: 032 2141 181; 032 2000 171