ევროპის უნივერსიტეტსა და ხორვატიის PAR საუნივერსიტეტო კოლეჯს (რიეკა, ხორვატია) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას, განამტკიცონ და განავითარონ მჭიდრო თანამშრომლობა ბიზნეს-ადმინისტრირების, ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროებში.
უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის უნივერსიტეტსა და PAR საუნივერსიტეტო კოლეჯს შორის დამატებით ხელი მოეწერა ინსტიტუციონალურ შეთანხმებას ერასმუს+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის შესახებ, რომლის წარმატების შემთხვევაში, მხარეებს შორის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო აკადემიური მობილობა განხორციელდება.