სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მე-7 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა

samartlis-humanitarul-da-sotsialur-metsnierebata-pakultetze-me-7-studenturi-sametsniero

ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, მიმდინარე წლის 28 ივნისს მე-7 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა, რომელშიც “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტები მონაწილეობდნენ.

კონფერენციის ფარგლებში, სტუდენტებმა სამართლის აქტუალურ საკითხებზე კვლევები და მოხსენებები წარადგინეს. თითოეული მოხსენების შემდეგ სტუდენტები კომისიის წევრთა კითხვებს პასუხობდნენ და დისკუსიაში ერთვებოდნენ.

გამოვლინდნენ საუკეთესო ნაშრომების ავტორები, რომელთაც სერტიფიკატები და სპეციალური პრიზები გადაეცათ:

  • I სალომე ჩიკვილაძე – “ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტი“ ხელმძღვანელი – თათია დოლიძე, სამართალი;
  • II ადგილი-მარიამ დარჩია – „დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები:  მედიაცია  და არბიტრაჟი“, ხელმძღვანელი – მარიამ ჯიბლაძე, სამართალი;
  • III ადგილი- მარიამ ახალაია – „მედიაცია, როგორც ახალი სამართლებრივი ინსტიტუტი და მისი თანამედროვე გამოწვევები“, ხელმძღვანელი – მარიამ ჯიბლაძე, სამართალი;

კონფერენციის ბოლოს ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *