შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული 2021 წლის “მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის” გამარჯვებული ევროპის უნივერსიტეტის საგრანტო პროექტი ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის კვლევითი ინსტიტუტის მიერ წარმოდგენილი საჯარო პრეზენტაციების სერია გახდა.
საგრანტო პროექტის ძირითადი ამოცანებია საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება სამეცნიერო კვლევების შესახებ და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა.
პროექტის ფარგლებში ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები სხვადასხვა სოციალურ და მედია პლატფორმებზე საჯარო სესიებს ჩაატარებენ.