ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის ორგანიზებით, ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის, სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტების სტუდენტებისათვის, “აკადემიური კეთილსინდისიერებისა და პლაგიატის პრევენციის კვირეული”, გაიმართა.
კვირეულის ფარგლებში ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ჩატარდა. შეხვედრების მსვლელობისას სტუდენტებს, ინფორმაცია აკადემიური კეთილსინდისიერების მნიშვნელობის, პლაგიატის სახეოებებისა და მისი თავიდან აცილების გზების შესახებ მიეწოდათ და შესაძლებლობა ჰქონდათ გამოევლინათ საკუთარი ცოდნა პლაგიატის თავიდან აცილების გზების შესახებ.
აღსანიშნავია რომ კვირეულის დასასრულს გამოვლინდნენ გამარჯვებული სტუდენტები, რომელთაც უნივერსიტეტის სახელით სიმბოლური პრიზები გადაეცათ.