ევროპის უნივერსიტეტსა და თბილისის 98-ე საჯარო სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობა უნივერსიტეტის სტუდენტთა პრაქტიკული კურსის განხორციელებას, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება-განახლების პროცესში თანამშრომლობას, კურსდამთავრებულთათვის სტაჟირების ხელშეწყობას და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და სხვა ტიპის ღონისძიებების ერთობლივად ორგანიზებისა და განხორციელების ხელშეწყობას ისახავს მიზნად, ისეთი პროგრამის/პროგრამების ფარგლებში, როგორებიცაა:
საბაზო/საშუალო საფეხურის მათემატიკის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული (საბაკალავრო-სამაგისტრო) საგანმანათლებლო პროგრამა, საბაზო/საშუალო საფეხურის ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული (საბაკალავრო-სამაგისტრო) საგანმანათლებლო პროგრამა და განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა