მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტს მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკების დელეგაცია ესტუმრა

evropis-universitets-miunkhenis-sauniversiteto-klinikebis-delegatsia-estumra

საქართველოში მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკების დელეგაცია იმყოფება, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამედიცინო მიმართულებით გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს მართავენ.

მსგავსი სახის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა დღეს ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა.

სტუმრებს უნივერსიტეტის რექტორმა ნინო ტალიაშვილმა, მედიცინის ფაკულტეტის დეკანთან და პროგრამის ხელმძღვანელებთან ერთად უმასპინძლა.

როგორც მიუნხენის საუნივერსიტეტი კლინიკების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მათი სურვილია, საქართველოში როგორც სასწავლო პროცესებს, ასევე კლინიკურ განვითარებას გაეცნონ.

მათივე თქმით, დღეს ეცნობიან ევროპის უნივერსიტეტს და სამომავლო თანამშრომლობის გზებს გეგმავენ, რაც კლინიკურ, ორმხრივ გაცვლით პროგრამებსა და ასევე სასწავლო პროცესში ჩართულობას გულისხმობს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *