სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა მომსახურების ცენტრის სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების კონკურსი გამოცხადდა

evropis-universitetshi-studenturi-proektebis-konkursi-gamotskhadda

ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრმა, სტუდენტურ თვითმმართველობასთან ერთად, სტუდენტური პროექტების კონკურსი გამოაცხადა.

სტუდენტური პროექტის განაცხადების თემატიკა: ინოვაციური, სამეცნიერო-კვლევითი, შემეცნებითი.
დაფინანსებული სტუდენტური პროექტის რაოდენობა: 1 (ერთი)
სტუდენტური პროექტის ბიუჯეტი: 2000 ლარი
საკონკურსო პირობები/მოთხოვნები და წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

საკონკურსო განაცხადის შეტანაზე უფლებამოსილია უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი ან სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი.
პროექტზე დაფინანსების მოპოვების მიზნით, სტუდენტი/სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი ვალდებულია წარმოადგინოს „შპს ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების წესის“ დანართი №1-ის შესაბამისად განსაზღვრული ინფორმაცია და პროექტის ავტორის/ავტორების ავტობიოგრაფია (cv).
სტუდენტური პროექტის რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონული სახით, საპროექტო განაცხადის (დანართი №1) servicecenter@eu.edu.ge ელექტრონულ ფოსტაზე წარმოდგენის გზით.

შეფასების კრიტერიუმები:

პროექტის აღწერა

– პროექტის მიზანი ნათლად და მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული

– ნათლად ჩანს სტუდენტ(ებ)ის ინტერესი პროექტში წარმოდგენილი საკითხების მიმართ

0-2

პროექტის აქტუალობა

– პროექტში ნათლად არის დასაბუთებული პროექტის აქტუალობა

0-2

მოსალოდნელი შედეგები

– შედეგები აღწერილია ნათლად და დეტალურად

0-2

კრეატიულობა

– პროექტი კრეატიულია

0-1

პროექტის ბიუჯეტი

– პროექტით გათვალისწინებული ხარჯები ნათლად, დეტალურად და რეალისტურად არის წარმოდგენილი – ბიუჯეტით გაწერილი ხარჯები შეესაბამება პროექტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს

0-2

პროექტის პრეზენტაცია

სტუდენტმა კომისიის წინაშე ნათლად და მკაფიოდ წარმოადგინა პროექტის განხორციელების მიზნობრიობა

0-1

კომისია უფლებამოსილია მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება:

პროექტის სრულად დაფინანსების შესახებ;
პროექტის ნაწილობრივ დაფინანსების შესახებ;
პროექტის დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ.
კონკურსის მე-2 ეტაპის დაკმაყოფილების მიზნით პროექტმა უნდა დააგროვოს არანაკლებ 7 (შვიდი) ქულა. იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილია რამდენიმე საკონკურსო განაცხადი გამარჯვებულია უმაღლესი ქულის მქონე პროექტი. კომისია უფლებამოსილია წარდგენილი პროექტების შინაარსიდან გამომდინარე რექტორს მიმართოს დასაბუთებული შუამდგომლობით მეორე პროექტის დაფინანსების თხოვნით.

კონკურსის ჩატარების ვადები და ეტაპები:

3 ივნისი – 13 ივნისი: განაცხადების მიღება;
16 ივნისი: კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი პროექტის საკონკურსო განაცხადით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება;
21 ივნისი: კომისიის მიერ პროექტის განხილვა და პროექტის ავტორის/ავტორთა საინიციატივო ჯგუფის მიერ კომისიის წინაშე მისი წარდგენა;
23 ივნისი: კონკურსის შედეგების გამოქვეყნება;
24 -28 ივნისი: აპელაცია.
სტუდენტური პროქტის წარმოდგენის საკითხებზე კონსულტაციის გასავლელად სტუდენტ(ებ)ი უფლებამოსილია მიმართოს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა ცენტრს და სტუდენტურ თვითმმართველობას.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მის.: თბილისი, სარაჯიშვილის N17; დ. გურამიშვილის გამზ. N76.
ელ-ფოსტა: servicecenter@eu.edu.ge
ტელ: 032 2000 171 (134)
საპროექტო განაცხადის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში: დანართი N1.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *