ევროპის უნივერსიტეტის პროფესორმა გივი ბედიანაშვილმა საერთაშორისო კონფერენციის – “მენეჯმენტის განვითარების ტენდენციები და პერსპექტივები გლობალური გამოწვევების პირობებში“ მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.
პროფესორმა მოხსენება თემაზე: “სამეწარმეო საქმიანობა და ბიზნესის მართვის გამოწვევები პოსტ პანდემიურ პერიოდში“ წარადგინა, რომლის ფარგლებშიც ხერსონის უნივერსიტეტისა და გლობლიზაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში უკვე განხორციელებული ერთობლივი კვლევებისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ერთ-ერთი თანაორგანიზატორი იყო ევროპის უნივერსიტეტის გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტი.
კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხერსონის სახელმწიფო აგრარულ-ეკონომიკური უნივერსიტეტი, ხერსონის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაცია და სხვა ინსტიტუციები უკრაინიდან.