ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 28 ივნისს, 11:00 საათზე მე-7 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება, რომელშიც ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას.
ნაშრომებს სპეციალურად მოწვეული კომისია შეაფასებს. საუკეთესო ნაშრომების ავტორებს კი ევროპის უნივერსიტეტის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები გადაეცემათ.
კონფერენციის ბოლოს ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი.
ნაშრომები პლაგიატზე პროგრამა TURNITIN-ით შემოწმდება. მონაწილემ კონფერენციაზე პრეზენტაცია უნდა წარადგინოს PowerPoint-ში, გამოსვლის მაქსიმალური დროა 10 წუთი.
ნაშრომის აკადემიური სტანდარტებისა და დეტალური ინფორმაცისთვის იხილეთ კონფერენციის გზამკვლევი, თანდართული ფაილის სახით.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
- studentconference@eu.edu.ge;
- lhsfm@eu.edu.ge