საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

16 ᲓᲔᲙᲔᲛᲑᲔᲠᲡ “ᲔᲕᲠᲝᲞᲘᲡ ᲣᲜᲘᲕᲔᲠᲡᲘᲢᲔᲢᲘᲡ” ᲓᲐ ᲥᲣᲗᲐᲘᲡᲘᲡ ᲣᲜᲘᲕᲔᲠᲡᲘᲢᲔᲢᲘᲡ ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲔᲑᲘᲗ IV ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲙᲝᲜᲤᲔᲠᲔᲜᲪᲘᲐ: ᲒᲐᲜᲐᲗᲚᲔᲑᲐ, ᲢᲔᲥᲜᲝᲚᲝᲒᲘᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲘᲜᲝᲕᲐᲪᲘᲐ ᲒᲐᲘᲛᲐᲠᲗᲔᲑᲐ

2024 წლის 16 დეკემბერს “ევროპის უნივერსიტეტის” და ქუთაისის უნივერსიტეტის ორგანიზებით IV საერთაშორისო კონფერენცია: განათლება, ტექნოლოგიები და ინოვაცია გაიმართება.

კონფერენციის მიზანია განათლების პროფესიონალების, მკვლევრების, ექსპერტების და პოლიტიკის შემქმნელებისთვის საერთო პლატფორმის შეთავაზება, სადაც ისინი შეძლებენ იდეების გაზიარებას სწავლა-სწავლების საუკეთესო პრაქტიკების შესახებ და ამ გზით, ხელს შეუწყობენ სწავლა-სწავლების არსებული სტრატეგიების გაუმჯობესებასა და განვითარებას როგორც სასკოლო, ისე უმაღლესი განათლების საფეხურზე.

კონფერენციის მთავარი მომხსენებლები იქნებიან: შედარებითი ენათმეცნიერების ინსტიტუტის პროფესორი, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის კავკასიის მეცნიერებათა განყოფილების ხელმძღვანელი – მანანა თანდაშვილი, რომელიც ისაუბრებს თემაზე: “დიგიტალური ბაზებისა და კვლევის დიგიტალური მეთოდების გამოყენება სწავლა-სწავლებაში ინოვაციური შესაძლებლობების დასანერგად”;

საერთაშორისო ბალკანეთის უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლინგვისტიკის პროფესორი – იგბალე მიფთარი-ფეტიში, რომელიც ისაუბრებს თემაზე: “შეფასება AI ეპოქაში: გამოწვევა თუ აუცილებლობა თანამედროვე განათლებაში?”;

სოკრატეს ლექციების სიმპოზიუმი, ლუბლიანას უნივერსიტეტი – ელენა ისტილეულოვა, თემით: “ინოვაციური სწავლების და სწავლის მეთოდები: მეცნიერების, ხელოვნების და ჯანმრთელობის ინტეგრაცია დროის პერსპექტივიდან (უსაფრთხოების მართვის სისტემის გამოყენებით)”.

კონფერენცია ჩატარდება ონლაინ ფორმატში (ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით).

კონფერენციაში მონაწილეობა და დასწრება თავისუფალია.

დეტალური ინფორმაცია კონფერენციის შესახებ: https://iceti.eu.edu.ge/home/about-conference/

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *