ერასმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამაში მონაწილეობისთვის სტუდენტური შესარჩევი კონკურსის შედეგები ცნობილია.
გამოვლინდა ორი გამარჯვებული სტუდენტი, რომლებიც ერასმუს+_ის სასტიპენდიო შეთავაზებით ისარგებლებენ, რაც გულისხმობს უფასო სწავლას, მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებასა და ყოველთვიურ სტიპენდიას.
სტიპენდიით ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები – ლუკა დოლიძე და დავით შადური დაჯილდოვდნენ, რომლებიც 2021-22 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრს ესპანეთში, მალაგას უნივერსიტეტში გაატარებენ.
აღსანიშნავია, რომ ერასმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამაში მონაწილეობისთვის ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტთა შესარჩევი კონკურსი დისტანციურ რეჟიმში, Zoom-ისა და Moodle-ის პლატფორმების გამოყენებითა და ევროპის უნივერსიტეტის “საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის” შესაბამისად წარიმართა.