საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

ერასმუს+ გაცვლითი პროგრამა ევროპის უნივერსიტეტსა და მალაგას უნივერსიტეტს შორის

erasmus-gatsvliti-programa-evropis-universitetsa-da-malagas-universitets-shoris

ევროპის უნივერსიტეტში, ერასმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, სტუდენტური შესარჩევი კონკურსი ცხადდება.

მასპინძელი უნივერსიტეტი: მალაგას უნივერსიტეტი, მალაგა, ესპანეთი

საგანმანათლებლო პროგრამები:

ინფორმატიკა;
ტურიზმი.
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:

2021/2022 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრი, 5 თვე
სასტიპენდიო შეთავაზება:

უფასო სწავლა, მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 820 ევროს ფარგლებში (ავიაბილეთები, ვიზის მოსაკრებელი, ტრანსფერი), ყოველთვიური სტიპენდია 850 ევროს ოდენობით – 2 ადგილი (თითო პროგრამიდან თითო სტუდენტი)
სტუდენტთა შესარჩევი კონკურსი დისტანციურ რეჟიმში, Zoom-ისა და Moodle-ის პლატფორმების გამოყენებითა და ევროპის უნივერსიტეტის “საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის” შესაბამისად წარიმართება.

ინგლისური ენის გამოცდა (კვირა, 21 მარტი, 19:00 სთ)
წერითი გამოცდა Moodle-ის პლატფორმაზე, ხოლო ზეპირი – Zoom-ის გამოყენებით, ჩატარდება.
შენიშვნა: თუ სტუდენტი წარმოადგენს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ ისეთ საერთაშორისო სერტიფიკატებს, როგორიცაა IELTS, TOEFL, Cambridge, მაშინ მას არ უწევს აღნიშნული ტესტის ჩაბარება და კომისია საორიენტაციოდ იღებს მისი სასერტიფიკატო გამოცდის ქულას.

გასაუბრება ინგლისურ ენაზე (ოთხშაბათი, 24 მარტი, 12:00 სთ)
გასაუბრება ჩატარდება Zoom-ის პლატფორმაზე.

შეფასების ელემენტები:

მოტივაცია აკადემიური განვითარების ჭრილში;
მოტივაცია პროფესიული განვითარების ჭრილში;
მოტივაცია პიროვნული განვითარების ჭრილში.
25 მარტს, კომისია გამოავლენს, პროგრამების მიხედვით, კონკურსის შედეგად მიღებული ყველაზე მაღალი ქულების მქონე 3 სტუდენტს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, სტუდენტებმა უნდა შეავსონ ქართულენოვანი სააპლიკაციო ფორმა:

https://forms.gle/ZJBJLj2tJBMJgyTYA

განცხადებების მიღება შეწყდება 19 მარტს, შუადღის 12:00 საათზე.

დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს:

ელ.ფოსტა: international.office@eu.edu.ge

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *