ევროპის უნივერსიტეტში ერასმუს+ -ის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, სტუდენტური შესარჩევი კონკურსი ცხადდება.
მასპინძელი უნივერსიტეტი: მასარიკის უნივერსიტეტი, ბრნო, ჩეხეთის რესპუბლიკა;
- საგანმანათლებლო პროგრამები:
- საერთაშორისო ურთიერთობები;
- სტომატოლოგია (ქართულენოვანი);
- სამართალი;
- ბიზნესის ადმინისტრირება;
- მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა.
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
- 2021/2022 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრი, 5 თვე;
სასტიპენდიო შეთავაზება:
- უფასო სწავლა, მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება 360 ევროს ფარგლებში (ავიაბილეთები, ვიზის მოსაკრებელი, ტრანსფერი), ყოველთვიური სტიპენდია: სტიპენდია 4000 ევრო (თვეში 800 ევრო) – 1 ადგილი;
- უფასო სწავლა – 2 ადგილი;
შენიშვნა: გამარჯვებული სამი სტუდენტიდან, მხოლოდ ყველაზე მაღალი შეფასების მქონე ერთი სტუდენტი ისარგებლებს ევროკავშირის სრული სტიპენდიით, დანარჩენ ორ სტუდენტს დაუფინანსდება მხოლოდ პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლის გადასახადი.
სტუდენტთა შესარჩევი კონკურსი დისტანციურ რეჟიმში, Zoom-ისა და Moodle-ის პლატფორმების გამოყენებით და ევროპის უნივერსიტეტის “საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის” შესაბამისად წარიმართება.
- ინგლისური ენის გამოცდა (კვირა, 21 მარტი, 19:00 სთ);
- წერითი გამოცდა Moodle-ის პლატფორმაზე, ხოლო ზეპირი – Zoom-ის გამოყენებით ჩატარდება.
შენიშვნა: თუ სტუდენტი წარმოადგენს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ ისეთ საერთაშორისო სერტიფიკატებს, როგორებიცაა: IELTS, TOEFL, Cambridge, მას არ უწევს აღნიშნული ტესტის ჩაბარება და კომისია საორიენტაციოდ აიღებს მისი სასერტიფიკატო გამოცდის ქულას.
- გასაუბრება ინგლისურ ენაზე (ოთხშაბათი, 24 მარტი, 12:00 სთ)
გასაუბრება Zoom-ის პლატფორმაზე ჩატარდება;
შეფასების კრიტერიუმები:
- მოტივაცია აკადემიური განვითარების ჭრილში;
- მოტივაცია პროფესიული განვითარების ჭრილში;
- მოტივაცია პიროვნული განვითარების ჭრილში.
25 მარტს კომისია პროგრამების მიხედვით კონკურსის შედეგად მიღებული ყველაზე მაღალი ქულების მქონე სამ სტუდენტს გამოავლენს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, სტუდენტებმა უნდა შეავსონ ქართულენოვანი სააპლიკაციო ფორმა:
განცხადებების მიღება შეწყდება 19 მარტს, 12:00 საათზე.
დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს:
- ელ.ფოსტა: international.office@eu.edu.ge