სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტის თანაორგანიზატორობით IV ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება

evropis-universitetis-organizebit-me-7-studenturi-sametsniero-konperentsia-chatardeba

ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის, გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტისა და ჟურნალის, „გლობალიზაცია და ბიზნესი“, თანაორგანიზატორობით, IV ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია – “პოსტპანდემიური მსოფლიო და საქართველოს ეკონომიკა: გამოწვევები, პრობლემები, გადაჭრის გზები“ გაიმართება.

კონფერენცია მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, ეკონომისტთა დღეს ჩატარდება და განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკური ზრდის და განვითარების პრობლემები; პანდემიის მიერ შექმნილი ახალი გლობალური წესრიგი და პოსტკრიზისული ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები;  ეკონომიკური მეცნიერების მიერ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების ახლებური გააზრება; ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი გამოწვევები პოსტპანდემიურ პერიოდებში; ეკონომიკაზე პანდემიის გავლენის ეკონომეტრიკული მოდელირება და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციის სამეცნიერო-საორგანიზაციო კომიტეტში ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა პროფესორებთან და მეცნიერებთან ერთად, წარმოდგენილი არიან ევროპის უნივერსიტეტის პროფესორები – გივი ბედიანაშვილი, თორნიკე ხოშტარია, გოჩა თუთბერიძე და მაია აზმაიფარაშვილი.

  • დეტალური ინფორმაცია, კონფერენციასთან დაკავშირებით იხ. თანდართულ ფაილში:
მიმაგრებული ფაილები:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *