საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტის სამართლის პროგრამის სტუდენტები მინეაპოლისის სამართლის სკოლის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობენ

evropis-universitetis-samartlis-programis-studentebi-mineapolisis-samartlis-skolis-mier

ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ძალისხმევით, ევროპის უნივერსიტეტის სამართლის პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ აშშ-ის, კერძოდ, მინეაპოლისის სამართლის სკოლის – Mitchell Hamline School of Law-ს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში – “პრაქტიკული უნარ-ჩვევები იურისტებისთვის”.

კონფერენცია მოიცავს ხუთ შეხვედრას (4 თებერვალი – 4 მარტი), რომელსაც უძღვებიან დარგის წამყვანი სპეციალისტები, მრავალწლიანი გამოცდილებით.

აღსანიშნავია, რომ 4 თებერვალს, პირველი შეხვედრა უკვე გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ ონლაინ ტრენინგებს ისეთი ძირითადი მიმართულებებით, როგორებიცაა იურისტისა და მოსამართლის როლი სასამართლო პროცესში, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელთა როლი და სხვ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *