ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ჰელვანის უნივერსიტეტის (კაირო, ეგვიპტე) პროფესორების ხელმძღვანელობით
ლექციების სერია გაიმართა.
ლექციების კვირეული მოიცავდა 5 შეხვედრას ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: გენეტიკა, მედიცინის მომავალი, მომაკვდინებელი დაავადებები, ტექნოლოგიები მედიცინაში და ინფექციური დაავადებები.
აღსანიშნავია, რომ ლექციების ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო შეკითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები მედიცინის დარგის წამყვანი სპეციალისტებისგან.