საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის მოწვეული და აკადემიური პერსონალისთვის ტრენინგები ჩატარდა

evropis-universitetis-saertashoriso-urtiertobebis-programis-mocveuli-da-akademiuri

ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის რეაკრედიტაციისთვის მზადების პროცესში, პროგრამის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის, ბერლინის ბარდის კოლეჯის (ბერლინი, გერმანია) პროფესორის დოქტორი გორანა მისიკისა და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (უნგრეთი, ბუდაპეშტი) პროფესორის დოქტორ მარგარიტა რიმარენკოს მიერ 4 სერიად ტრენინგები გაიმართა.

ტრენინგების სერია მოიცავდა ლექტორებთან, როგორც უშუალო სასემინარო/პრაქტიკულ მუშაობას, ასევე დამოუკიდებელ სამუშაოს, რომლის ფარგლებშიც, ლექტორებს  თავიანთი სასწავლო კურსების სილაბუსებში, სწავლა-სწავლებისა და შეფასების მეთოდები უნდა  გაეანალიზებინათ და საჭიროების შემთხვევაში, გადაეკეთებინათ.

ტრენინგების მთავარი თემა, პირველ ეტაპზე, “შეფასების სტრატეგიები გაუმჯობესებული სწავლებისთვის” იყო, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა მიიღეს შესაბამისი თეორიული ცოდნა დამოუკიდებელი სამუშაოს მოსამზადებლად. შედეგად, თითოეულმა ლექტორმა თავისი სასწავლო გეგმის წინაშე მდგარი გამოწვევები გააანალიზა.

ბოლო ორი შეხვედრა სილაბუსების დიზაინზე პრაქტიკულ მუშაობას დაეთმო. შეხვედრების ეფექტურობისთვის ტრენერებმა წინასწარ შეისწავლეს მონაწილეთა სილაბუსები და გასცეს შესაბამისი, ინდივიდუალური, რეკომენდაციები სწავლების ყველაზე გავრცელებულ მეთოდებსა და გამოწვევებზე.

აღსანიშნავია, რომ ტრენინგების სერიას ევროპის უნივერსიტეტის 12 ლექტორი დაესწრო, რომელთაც ორენოვანი სერტიფიკატები გადაეცათ.

ტრენერების შესახებ დამატებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://allaboutteachinginhe.wordpress.com/

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *