ევროპის უნივერსიტეტსა და არიელის უნივერსიტეტს (ისრაელი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას, განამტკიცონ და განავითარონ მჭიდრო თანამშრომლობა სამედიცინო მეცნიერებების მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ მემორანდუმის ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით, ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საერთაშორისო კვირეული უკვე დაიგეგმა.