საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტსა და კიბერუსაფრთხოების ჯგუფს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

evropis-universitetsa-da-kiberusaprtkhoebis-jgups-shoris-tanamshromlobis-memorandumi

ევროპის უნივერსიტეტსა და კიბერუსაფრთხოების ჯგუფს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო ტალიაშვილმა და კიბერ უსაფრთხოების ჯგუფის დირექტორმა, ვეფხია ჭკადუამ, მოაწერეს ხელი.

მხარეების თქმით, მემორანდუმის მიზანია კიბერსუსაფრთხოების განვითარება და აღნიშნული მიმართულებით ეროვნული პროდუქტების შექმნის ხელშეწყობა.

აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები ისწრაფვიან ურთიერთობების განმტკიცებისა და განვითარებისკენ. საგანმანათლებლო თანამშრომლობის ორმხრივი დაინტერესების მიზნით, აცნობიერებენ სასწავლო პოტენციალის სრულად გამოყენების შესაძლებლობას და უმაღლესი განათლების სრულყოფას მომავალი თაობებისთვის.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *