ევროპის უნივერსიტეტსა და ხერსონის სახელმწიფო აგრარულ-ეკონომიკურ უნივერსიტეტს (უკრაინა) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს, ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო ტალიაშვილმა და ხერსონის სახელმწიფო აგრარულ-ეკონომიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, სამეცნიერო ნაწილში, ალექსანდრე ავერჩევმა, მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის ფარგლებში, სამომავლო განვითარების პერსპექტივებით, მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას, განამტკიცონ და განავითარონ თანამშრომლობა ორმხრივი ინტერესის საფუძველზე.
აღსანიშნავია, რომ ევროპის უნივერსიტეტის გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტი, უკვე მეორე წელია, თანამშრომლობს ხერსონის აგრარულ-ეკონომიკურ უნივერსიტეტთან, ისეთი ცალკეული მიმართულებებით, როგორიცაა: ერთობლივი კვლევები, საერთაშორისო კოლექტიური მონოგრაფიის მომზადება, ერთობლივი საგრანტო პროექტი.