საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

უცხოელი ლექტორების ტრენინგები ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული აკადემიური პერსონალისთვის

utskhoeli-lektorebis-treningebi-evropis-universitetis-apilirebuli-akademiuri

ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურისა და სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგ ცენტრის ორგანიზებით, ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული, აკადემიური პერსონალისთვის, 15 და 17 დეკემბერს, ტრენინგები ჩატარდა.

ტრენინგს, რომლის მთავარი თემა იყო “შეფასების სტრატეგიები გაუმჯობესებული სწავლებისთვის”, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (ბუდაპეშტი, უნგრეთი) ტრენერები, მარგარიტა რიმარენკო და გორანა მისიკი, უძღვებოდნენ.

ლექციების მსვლელობისას მონაწილეებმა, სტუდენტთა ეფექტური შეფასების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით, საკვანძო პრინციპები და სტრატეგიები მიმოიხილეს.

აღნიშნულ ტრენინგს ევროპის უნივერსიტეტის 15 ლექტორი დაესწრო, რომლებსაც ორენოვანი სერტიფიკატები გადაეცემათ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *