ევროპის უნივერსიტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის აქტიური ჩართულობით, უნივერსიტეტმა მოიპოვა შესაძლებლობა ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალს უფასოდ ჰქონოდათ წვდომა „კურსერას“ სერტიფიცირებულ კურსებზე.
აღნიშნული განსაკუთრებული შესაძლებლობაა უნივერსიტეტის პერსონალისთვის, აიმაღლონ კვალიფიკაცია მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებული პროგრამებისა და კურსების საფუძველზე.
პროგრამის ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტის 24-მა თანამშრომელმა, დაასრულა მათთვის სასურველი არაერთი კურსი, მიიღო საინტერესო გამოცდილება მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორებისგან და მოიპოვა საერთაშორისო სერტიფიკატები.