ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი ნინო ტალიაშვილი სასწავლო პროცესის ადმინისტრირების მიმართულებით რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.
ნინო ტალიაშვილი ევროპის უნივერსიტეტის მმართველ რგოლს 2019 წლიდან შეუერთდა და მას შემდეგ უნივერსიტეტის განვითარებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებში აქტიურადაა ჩართული.
ის არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტი. 2019 წლის ოქტომბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით დაინიშნა პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს წევრად.
სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა გაერო-ს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და მსოფლიო ბანკთან; ამჟამად თანამშრომლობს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ), როგორც განათლების სამართლის ექსპერტი.
ნინო ტალიაშვილი მრავალი წელია, ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას, სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.