სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით პანელური დისკუსია – “COVID-19 და შრომის ბაზრის გამოწვევები საქართველოში“ გაიმართა

evropis-universitetis-organizebit-paneluri-diskusia-covid-19-da-shromis-bazris

ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის, გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით ონლაინ პანელური დისკუსია – “COVID-19 და შრომის ბაზრის გამოწვევები საქართველოში“ გაიმართა.

დისკუსიაზე ის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხები განიხილეს, რომლის წინაშეც  პანდემიის პირობებში  საქართველოს შრომის ბაზარი დადგა.

ღონისძიებაში გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებთან ერთად, ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის წარმომადგენლები, მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და თბილისის მერიის ადმინისტრაციის მხრიდან წარმოდგენილი მომხსენებლები მონაწილეობდნენ.

დისკუსიას მოდერატორობას უწევდა გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი გივი ბედიანაშვილი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *