ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით, პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე, “სწავლების ინოვაციური მეთოდები და ტექნოლოგიური მიღწევები უმაღლეს განათლებაში“, აბსტრაქტების მიღება იწყება.
აბსტრაქტების ძირითადი საკითხებია:
- სწავლება/სწავლის ინოვაციური მეთოდები;
- შეფასების ინოვაციური მეთოდები;
- ტექნოლოგიური მიღწევები უმაღლეს განათლებაში;
- ელექტრონული სწავლება.
აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 30 ნოემბერი.
გლობალური პანდემიიდან გამომდინარე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარე წლის 15 დეკემბერს ონლაინ რეჟიმში გაიმართება და მისი მიზანია, საგანმანათლებლო სივრცეში, მკვლევარებისა და განათლების ექსპერტების მიერ, სწავლება/სწავლის პროცესში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა.
მთავარი მომხსენებლები არიან, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი განათლების ექსპერტები.
ვებ-გვერდის მისამართია: https://www.imttahe.ge/