სხვა სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტში პროგრამის დაგეგმვისა და შემუშავების შესახებ ტრენინგი ჩატარდა

evropis-universitetshi-programis-dagegmvisa-da-shemushavebis-shesakheb-treningi-chatarda

ევროპის უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელებისთვის პროგრამის დაგეგმვისა და შემუშავების შესახებ ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნიევრსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ირმა გრძელიძე უძღვებოდა.

ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვასთან, შემუშავებასა და განვითარებასთან დაკავშირებული ცოდნის გაღრმავება საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განვითარების პროცესების ეფექტურად განხორციელებისთვის.

მონაწილეებმა კიდევ ერთხელ მიიღეს ინფორმაცია პროგრამის დაგეგმვის, შემუშავების, ასევე პროცესებში ჩართული პირების ფუნქციებისა და მოვალეობების შესახებ. გარდა ამისა, განხილული იქნა თვითშეფასების ანგარიშის შემუშავების პროცესში სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულისა და პირის ჩართულობის საჭიროება.

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების პროცესებთან ერთად, ტრენინგის მსვლელობისას მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამის განვითარების პროცესებისა და ამ პროცესებში თითოეული მათგანის როლის თაობაზე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *