ევროპის უნივერსიტეტსა და სადაზღვეო კომპანია იმედი ელს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც, ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები იმედი ელში პრაქტიკისა და სტაჟირების კურსს გაივლიან.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ ევროპის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა დასაქმებასა და კვალიფიციური კადრების მომზადებას, უზრუნველყოფილი იქნება, ასევე, სტუდენტთა ჯანმრთელობის დაზღვევა – ამ ეტაპზე, ევროპის უნივერსიტეტმა იმედი ელში დააზღვია 600 საერთაშორისო სტუდენტი. იმედი ელი კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს, ყოველწლიურად, უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის და ინფორმატიკის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტების მიერ, პრაქტიკული კომპონენტის ათვისებას და კურსდამთავრებულთა კარიერულ ხელშეწყობას.
მემორანდუმის თანახმად, უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება მიეცემათ, იმედი ელის ადამიანური რესურსებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენებით აითვისონ სპევციალობის პრაქტიკული კომპონენტი. სასწავლო წლის განმავლობაში იმედი ელში პრაქტიკა/სტაჟირებას გაივლის ევროპის უნივერსიტეტის 20 სტუდენტი.
თანამშრომლობის ფარგლებში, იმედი ელი ჩაერთვება ევროპის უნივერსიტეტის საგანმანათებლო პროგრამების შემუშავება-განხილვაში და მონაწილეობას მიიღებს მათ შემდგომ სრულყოფაში.
სადაზღვეო კომპანია აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად, საგანმანათლებლო პროგრამების რეკომენდაციების შემუშავებაში, რაც უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს დასაქმების ბაზარზე მოთხოვნად კადრად აქცევს.