ევროპის უნივერსიტეტი უერთდება უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებას და მზადაა, სამედიცინო პერსონალის რეზერვის შექმნის მიზნით სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები გადაამზადოს, რათა საჭიროების შემთხვევაში ისინი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს სხვადასხვა მიმართულებით დაეხმარონ.
მიგვაჩნია, რომ კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში ყველამ შესაძლებლობის ფარგლებში უნდა შეიტანოს საკუთარი წვლილი, რათა რაც შეიძლება მალე და ნაკლები დანაკარგით შევძლოთ ინფექციის დამარცხება. ამ შემთხვევაში ჩვენი შესაძლებლობაა, ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა გაიარონ სწრაფი კურსი და საჭიროების შემთხვევაში ჩაერთონ კოვიდინფექციასთან ბრძოლაში, დაეხმარონ ექიმებს.
აღნიშნულთან საკითხთან დაკავშირებით დღეს განათლების სამინისტროში შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ევროპის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ მიიღო მონაწილეობა და ჩვენი მზაობა ამ შეხვედრაზე დავადასტურეთ.