ევროპის უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა.
კენჭისყრის შედეგად გამოვლინდა თვითმმართველობის პრეზიდენტი – სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი თინათინ ქურასბედიანი.
დანარჩენ კანდიდატებს შორის ხმები თანაბრად გადანაწილდა, რის გამოც ვიცე-პრეზიდენტის არჩევის მიზნით მეორე ტურის ჩანიშვნა გახდა საჭირო.
არჩევნების მეორე ტურის შედეგად თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის, პირველი კურსის სტუდენტი, კახა ფუტკარაძე გახდა.
პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის არჩევამდე, მომსახურების ცენტრი სტუდენტური თვითმმართველობის ახალ შემადგენლობას შეხვდა, რომლის დროსაც სტუდენტები თვითმმართველობის არსებულ დებულებას გაეცნენ.