სხვა სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტი USAID-ის და ICDC-ის ერთობლივ პროექტში ჩაერთო

evropis-universiteti-usaid-da-icdc-ertobliv-proektshi-chaerto

ევროპის უნივერსიტეტი სტუდენტთა სტაჟირების და სამუშაო ადგილზე სწავლის ხელშეწყობის მიზნით USAID-ის და ICDC-ის ერთობლივ პროექტში ჩაერთო.

პროექტის წარდგინებისა და მემორანდუმების ხელმოწერის ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრი – ICDC –ის ოფისში, პროექტის “სტაჟირების და სამუშაო ადგილზე სწავლის შესაძლებლობის ხელშეწყობა სტუდენტებისთვის“ ფარგლებში გაიმართა.

მემორანდუმს, ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, თამთა გველესიანმა და ICT -ის პრეზიდენტმა, მაკა კუკავამ, მოაწერეს ხელი.

პროექტი ხორციელდება ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრის” – ICDC მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის USAID Economic Security Program (DAI) მხარდაჭერით და დაფინანსებით. პროექტის მიზანს ახალგაზრდების სამუშაოსთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და დასაქმების ხელშეწყობა სტაჟირების გზით, ასევე სხვადასხვა სექტორების კვალიფიციური ადამიანური რესურსით უზრუნველყოფა, ახალგაზრდებსა და დამსაქმებლებს შორის საქმიანი ურთიერთობების (ქსელის) განვითარება.

პროექტში 12 უმაღლესი სასწავლებელი და 4 პროფესიული კოლეჯი ჩაერთვება.

აღნიშნული სასწავლო დაწესებულებებიდან შერჩეული 100 სტუდენტი და კურსდამთავრებული 3-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან ქვეყნის წამყვან ბიზნეს კომპანიებსა და საწარმოებში, საქართველოს 5 რეგიონში: თბილისი, შიდა ქართლი, აჭარა, იმერეთი და სამეგრელო.

დამსაქმებლებთან კოორდინაციის ნაწილში, ICDC-ის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG), საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საქართველოს HR პროფესიოანლთა ასოციაცია (HRPA Georgia), განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი (Global Compact Network Georgia) და აჭარის დასაქმების სააგენტო.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *