სხვა სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტმა ადმინისტრაციის თანამშრომლები და აკადემიური პერსონალი დააჯილდოვა

evropis-universitetma-administratsiis-tanamshromlebi-da-akademiuri-personali-daajildova

ევროპის უნივერსიტეტის მმართველმა რგოლმა, თანამშრომელთა შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, ადმინისტრაციის თანამშრომლები და აკადემიური პერსონალი დააჯილდოვა.

ევროპის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ამჯერად, 80 თანამშრომელი დაჯილდოვდა, მათ შორის ადმინისტრაციული პერსონალის 55 წარმომადგენელი და 25 აკადემიური და მოწვეული პერსონალი.

ღონისძიება მედიცინის ფაკულტეტის კორპუსის ეზოში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით ჩატარდა და ის ევროპის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ლაშა კანდელაკიშვილმა გახსნა, რომელმაც თანამშრომლებს და აკადემიურ პერსონალს მიღწეული შედეგებისთვის მადლობა გადაუხადა.

ამასთან, უნივერსიტეტის პრეზიდენტმა გასული სასწავლო წელი შეაჯამა და აკადემიურ პერსონალს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს სამომავლო გეგმები გააცნო.

თანამშრომლებს სპეციალური სიგელები და დიპლომები უნივერსიტეტის რექტორმა თამარ კერძაიამ უნივერსიტეტის ვიცე-რექტორებთან და ფაკულტეტის დეკანებთან ერთად გადასცა.

ევროპის უნივერსიტეტს შემუშავებული აქვს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ხდება ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის შეფასება. ადმინისტრაციული თანამშრომლები ფასდებიან 360-გრადუსიანი შეფასებით, რომელშიც მონაწილეობენ, როგორც უშუალო ხელმძღვანელები, ასევე კოლეგები, დაქვემდებარებულები და სტუდენტები. აკადემიური პერსონალის შეფასება კი გულისხმობს მათი აკადემიური და სამეცნიერ-კვლევითი საქმიანობის შეფასებას, რომელშიც ჩართული არიან როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ასევე სტუდენტები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *