4 ივნისს, ევროპის უნივერსიტეტმა არსებული და პოტენციური პატრნიორი კომპანიებისა და ორგანიზაციებისთვის ონლაინ ტრენინგი გამართა. ტრენინგის მოდული სპეციალურად პარტნიორთა თანამშრომლებისთვის შეიქმნა, რომელიც კორონავირუსის შედეგად გამოწვეული დისტანციური მართვის პირობებში, სამომავლოდ, მათ ძალიან დაეხმარებათ.
ტრენინგის თემა: „ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობა და მისი როლი
დისტანციური მუშაობისა და კორონავირუსის პანდემიის პირობებში“;
ტრენერი: თეონა ბაბუნაშვილი – MPA, საჯარო მმართველობის მაგისტრი, იუსტიციის სამინისტროში მოქმედი სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსი.
პროგრამის მიზანს წარმოადგენდა მსმენელთა ეფექტური კომუნიკაციის როლისა და მნიშვნელობის გათვიცნობიერება, როგორც ჩვეულებრივ ცხოვრებაში, ისე დისტანციური მუშაობისა და კორონავირუსით გამოწვეული ახალი რეალობის გათვალისწინებით;
პროგრამის სამიზნე ჯგუფს მიეკუთვნებოდა ყველა აღნიშნული თემით დანტერესებული პირი, ვისაც სურს, კრიზისულ სიტუაციებთან გამკლავება და სხვა ადამიანებთან პოზიტიური ურთიერთობის შენარჩუნება;
პროგრამის გავლის შედეგად, მონაწილეები გაეცნენ კომუნიკაციის საბაზისო არსსა და მიზანს, კომუნიკაციის პროცესს, ფაქტორებს, რომლებიც მოქმედებენ კომუნიკაციის პროცესზე, ბარიერებსა და მათ გადალახვაზე დისტანციური მუშაობის პირობების გათვალისწინებით; გაიგეს უფრო მეტი საკუთარი ემოციების მართვის გარკვეული ტექნიკების შესახებ და ისწავლეს არავერბალური კომუნიკაციის 3 ნიშნის ამოცნობა, რაც მათ სწორი კომუნიკაციის წარმართვაში დაეხმარებათ;
ტრენინგს სხვადასხვა კომპანიისა და ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.