ევროპის უნივერსიტეტსა და კლინიკა „ალბიუსს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
30
Sep
ევროპის უნივერსიტეტსა და ქეთევან გოგილაშვილის სტომატოლოგიურ ცენტრ „ალბიუსს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობის მიზანია, უნივერსიტეტის სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტების მიერ პრაქტიკული კომპონენტების ათვისება და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა კარიერული ხელშეწყობა.
კლინიკა მონაწილეობას მიიღებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება–განხილვაში და შემდგომ სრულყოფაში, ასევე ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად, საგანმანათლებლო პროგრამების რეკომენდაციების შემუშავებაში.
კლინიკა “ალბიუსში” სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტები გაივლიან სტაჟირებას, გაეცნობიან კლინიკის საქმიანობის თავისებურებებს და გამოიმუშავებენ ამ მიმართულებით საჭირო უნარებს.