2020-2021 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა, გამართა შეხვედრა ფაკულტეტის წარმომადგენლებთან ელექტრონული სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებთან და მიდგომებთან დაკავშირებით.
შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი, ვიცე რექტორი ხარისხის განვითარების მიმართლებით, ფაკულტეტების დეკანები, საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელები, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები და სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერები.
შეხვედრაზე განხილული იყო ელექტრონული სწავლების პროცესის მიმდინაროების შეფასებასთან დაკავშირებული მიდგომები, საშუალებები და მექანიზმები. შეხვედრის მსვლელობისას ყურადღება გამახვილდა ელექტრონული სწავლების შეფასების პროცესის მონაწილე მხარეებზე, აღნიშნულ პროცესში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურსა და სხვა სრუქტურულ ერთეულებთან, განსაკუთრებით კი ფაკულტეტებთან თანამშრომლობის მნიშვნელობასა და როლზე.
შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა სასწავლო პროცესის დისტანციურად განხორციელების პირობებში ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით განსახორციელებელი სამუშაოები.