ევროპის უნივერსიტეტმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო ცენტრთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
მემორანდუმს ხელი ევროპის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა ნინო ტალიაშვილმა და განათლების მართვის საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა დიტო ბერიძემ მოაწერეს.
მემორანდუმის თანახმად, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS), ევროპის უნივერსიტეტის მხარდაჭერით, საკუთარ ელექტრონულ პლატფორმაზე (EL.GE) განათავსებს საგანმანათლებლო სახის ვიდეო-რგოლებს, რომლებიც აბიტურიენტებს მომავალი პროფესიის შერჩევაში დაეხმარება. აღნიშნულ პლატფორმაზე განთავსებული ვიდეო-ლექციები იქნება გზამკვლევი მომავალი სტუდენტებისთვის, რათა დეტალური ინფორმაცია მიიღონ ამა თუ იმ პროფესიის შესახებ.