სხვა სიახლეები

ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ აბიტურიენტთა საბუთების მიღება

ertiani-erovnuli-gamotsdebit-charitskhul-abiturientta-sabutebis-migheba

ევროპის უნივერსიტეტში, იწყება ერთიანი ეროვნული გამოცდებით, ჩარიცხულ აბიტურიენტთა საბუთების მიღება:

საბუთების მიღების, სასწავლო ბაზაზე რეგისტრაციის და ხელშეკრულების გაფორმება განხორციელდება 2020 წლის 1 სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ადმინისტრაციული კორპუსის (მის: გურამიშვილის #76) პირველ სართულზე;

გთხოვთ, რეგისტრაციისთვის წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ნოტარიულად დამოწმებული) ან დედანი;
  • სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი(ვაჟებისთვის);
  • ფოტოსურათი 3X4 ერთი ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე.

იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი არასწრულწლოვანია, გთხოვთ, მობრძანდეთ კანონიერ წარმომადგენელთან ერთად და თან იქონოთ:

  • მშობლის შემთხვევაში: მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, აბიტურიენტის დაბადების მოწმობის ასლი.
  • მინდობილი პირის შემთხვევაში: მინდობილობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *