საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტი JEAN MONNET MODULE-ისა და JEAN MONNET PROJECT – ის გრანტის გამარჯვებულია

evropis-universiteti-jean-monnet-module-isa-da-jean-monnet-project-grantis-gamarjvebulia

ევროპის უნივერსიტეტი, ევროკავშირის ERASMUS+ _ის პროგრამის ფარგლებში, Jean Monnet Module-ისა და Jean Monnet Project – ის გრანტის გამარჯვებულია.

აღნიშნული გრანტების ფარგლებში, 2020-2021 წელს, ევროპის უნივერსიტეტის მიერ განხორციელდება ორი მასშტაბური პროექტი:

1. „ევროპეიზაცია, როგორც საქართველოს დემოკრატიზაციის ინსტრუმენტი (Jean Monnet Module)“, რომელიც სამ ზამთრის სკოლას მოიცავს. აღნიშნული მოდულის აკადემიური კოორდინატორი იქნება ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი – ლევან მახაშვილი;

2. „ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების დანერგვა ქართულ სკოლებში (Jean Monnet Project)“. კველვითი პროექტის აკადემიური კოორდინატორი იქნება ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული ასისტენტ-პროფესორი – თათია დოლიძე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *