ევროპის უნივერსიტეტი ინტენსიურად აგრძელებს სწავლებისა და ორგანიზაციული მართვის პროცესში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას.
2020 წლის 15 აპრილიდან ევროპის უნივერსიტეტი გადავიდა ორგანიზაციული მართვის ციფრულ პლადფორმაზე (trello).
აღნიშნულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე ინსტიტუციის საქმიანობის ეფექტურად ადაპტაციის მიზნით, ინოვაციური ცენტრის მიერ ეტაპობრივად ჩატარდა ტრენინგები უნივერსიტეტის ტოპ მენეჯმენტის, შუა რგოლის მენეჯმენტისა და სპეციალისტებისათვის და მომზადდა პრაქტიკული ვიდეო ტუტორიალები.
აღნიშნული პლადფორმის მეშვეობით საქმიანობის ავტომატიზაცია მოქნილი მექანიზმია უნივერსიტეტის ხელში, უფრო სისტემატური და კოორდინირებული გახადოს მისი საქმიანობა და უზრუნველყოს ინსტიტუციის სტრატეგიული მიზნების ეფექტიანი მიღწევა.