ევროპის უნივერსიტეტსა და ზემო სვანეთის მერს შორის დადებული მემორანდუმის ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტის ენებისა და კულტურის ცენტრმა, 13 ივნისს, ბეჩოს ხეობაში, ინგლისური ენის ინტენსიური კურსი დაიწყო, რომელიც 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, პარალელურად იგეგმება მოკლე კურსები კომპიუტერული ტექნოლოგიების, ტურიზმისა და სამართლის მიმართულებით, ბეჩოს თემში, რომელიც შედგება 13 სოფლისგან. აღნიშნულს ორგანიზებას უწევენ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორები: ფიქრია თორია და ნანა ახობაძე.