ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებითა და ჩვენი პარტნიორი, პორტოს ბიზნეს სკოლის ფინანსური მხარდაჭერით, გრძელდება Ernst & Young-ის მიერ შემოთავაზებული საერთაშორისო მასტერკლასების სერია.
შაბათს, 27 ივნისს, ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამების აკადემიური პერსონალი გაეცნო თემას – “სახელმწიფოს ახალი კონცეფცია”.
მასტერკლასს უძღვებოდა პროფესორი კარლოს ლობო:
- პორტუგალიის ყოფილი სახელმწიფო მდივანი საგადასახადო საკითხებში;
- სამართლისა და ეკონომიკის დოქტორი;
- ლისაბონის უნივერსიტეტის იურიდიული სკოლის პროფესორი;
- ლისაბონის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი;
- საგადასახადო პოლიტიკის ლიდერი პორტუგალიის Ernst & Young-ში;
მონაწილეებს გადაეცათ დასწრების სერტიფიკატები პორტოს ბიზნეს სკოლისგან.