ევროპის უნივერსიტეტსა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის უთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობა, მედიაციის ინსტიტუტის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით ერთობლივი ღონისძიებების, პროექტებისა და ინიციატივების განხორციელება.
მემორანდუმის ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტი ჩაერთვება საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ განხორციელებულ პროექტში, „Covid 19-ის დროს წარმოშობილი შრომითი დავების გადაწყვეტა მედიაციის გზით“, რომელსაც მხარდაჭერას უცხადებს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამები. პროექტი გულისხმობს Covid 19-ის დროს წამოჭრილი შრომით-სამართლებრივი დავების გადაწყვეტას მედიაციის გზით სრულიად უფასოდ.
აღნიშნული პროექტი დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს დროულად და ეფექტიანად დაეხმარება მოაგვარონ პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში წარმოშობილი დავები.