ევროპის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმების ფარგლებში, სწავლების პროცესში ჩართული პირების განვითარების ხელშეწყობისა და ხარისხის უზრუნველყოფის კულტურის დანერგვის მიზნით, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით დისტანციურ რეჟიმშიც განხორციელდა სააუდიტორიო მუშაობის პროცესის შეფასება. აღნიშნული პროცესის მიზანს წარმოადგენდა პერსონალის საჭიროებების იდენტიფიცირება და კოლეგებში არსებული საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.
სააუდიტორიო მუშაობა შეფასდა, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის, პროგრამის ხელმძღვანელის, დარგის ან მომიჯნავე დარგის სპეციალისტისა და სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელის მიერ, იმ აკადემიურ ან მოწვეულ პერსონალთან, რომლებიც უნივერსიტეტში პირველად ახორციელებდნენ სწავლებას ან საჭიროებდნენ ხელახალ შეფასებას, დაკვირვების შედეგად გამოვლენილი გასაუმჯობესებელი ასპექტების გამო.
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა, აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს, შეფასების შედეგები და უკუკავშირი გაუზიარა ინდივიდუალურად.
პროცესის დასრულებისთანავე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა, შეფასების შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა ფაკულტეტების დეკანებს და პროგრამის ხელმძღვანელებს, შედეგების გაცნობისა და გამოვლენილი საჭიროებების შემთხვევაში, სათანადო რეაგირების დაგეგმვის, განხორციელებისა და შესაბამისი ანგარიშის წარდგენის მიზნით.