საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

ევროპის უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა MAX HEALTHCARE INSTITUTE-თან

evropis-universitetma-urtierttanamshromlobis-memorandumi-gaaporma-max-healthcare

2020 წლის მარტში ევროპის უნივერსიტეტმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა Max Healthcare Institute-თან (ინდოეთი) სამედიცინო განათლებისა და კვლევების სფეროში საერთაშორისო კოლაბორაციის ხელშეწყობის მიზნით.

აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორებისათვის შემდეგი აქტივობების განხორციელებას:

ა) სტუდენტებისათვის პრაქტიკის შეთავაზება კლინიკის წარმომადგენლის ზედამხედველობით

ბ) სტუდენტებისათვის მენტორობის გაწევა

გ) ერთობლივი კვლევების განხორციელება

დ) სამუშაო შეხვედრებისა და კონფერენციების ორგანიზება

Max Hospital უზრუნველყოფს ერთთვიან კლინიკურ პრაქტიკას მედიცინის ფაკულტეტის 40 სტუდენტისათვის ყოველწლიურად.

Max Healthcare Institute წარმოადგენს მსოფლიო დონის ჯანდაცვის სერვისების წამყვან პროვაიდერს ინდოეთში. ის მოიცავს 14 კლინიკის ქსელს ინდოეთის სხვადასხვა შტატში, სადაც დასაქმებულია 2300-ზე მეტი ექიმი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *