ევროპის უნივერსიტეტმა წარმატებით უზრუნველყო სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა.
- ჩვენ გავიზიარეთ ევროპელი პარტნიორების პრაქტიკა და დავნერგეთ დისტანციური სწავლების პორტალი (moodle) და ვებინარების ინსტრუმენტი (zoom);
- ევროპის უნივერსიტეტის სწავლების ინოვაციური მეთოდების ტრენინგ ცენტრის მიერ შემუშავებულ იქნა შესაბამისი ტრენინგ მოდულები;
- დღეისთვის, დისტანციური სწავლების მოდულზე უკვე დატრენინგდა 40-მდე ლექტორი და ადმინისტრაციის 45 თანამშრომელი. ტრენინგები გრძელდება ყოველდღიურ რეჟიმში;
- ონლაინ სწავლება ინტერაქციულია, რაც გულისხმობს სტუდენტებისთვის სხვადასხვა სახის აქტივობების შეთავაზებასა და მათ მაქსიმალურ ჩართვას სასწავლო პროცესში.
ევროპის უნივერსიტეტი მადლობას უხდის სტუდენტებსა და ლექტორებს ონლაინ სასწავლო მოდელში აქტიური ჩართულობისთვის.
დღეს არსებული მდგომარეობა არა მარტო ჩვენი უნივერსიტეტისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის დიდი გამოწვევაა და ჩვენ გვჯერა, რომ ამ რთულ პერიოდს ერთად გადავლახავთ.
დისტანცია არ ზრდის მანძილს ჩვენამდე!